„თუ ასეთი დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში,რატომ არ ჩამოდის თქვენი ლიდერი საქართველოში?“

სოსო მანჯავიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს:

-„ერთი უცნაური კითხვა მიტრიალებს თავში,როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოსალოდნელ გამარჯვებას აანონსებს.

კი მაგრამ, თუ ასეთი დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში,რატომ არ ჩამოდის თქვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?

ჯერ ერთი,ამდენი მომხრეებით გარშემორტყმულს ვინ გაუბედავს დაჭერას,აგერ ბატონი სარალიძე ამდენი ხანია აგინებს ,აფურთხებს და ცემს ძალოვნებს და სანამ სასწრაფოში ჩაკვლა არ დაუპირა მის მიერ თავგატეხილ პოლიციელს,თითიც ვერ დააკარეს.

რომც ჩასვან,ერთი დღე დაჯდება და გამარჯვებული ვაშაძე ციხიდან გამოიყვანს როგორც ახალ ნელსონ მანდელას.

უკრაინელი როცა იყო,ამ ცოტა ხნის წინ,ხომ გახსოვთ როგორ შეარღვია უკრაინის საზღვარი?
აქ ხომ გაცილებით მეტი მომხრე დახვდება,მითუმეტეს,რომ ახლა უკვე კვლავ ქართველი გახდა.

ცხადია,არც კი ვუშვებ აზრს,რომ მიხეილს ეშინია.

უფრო მგონია,რომ 2016 წლისთვის შეპირებული გვირაბი ახლა დაამთავრა და სრულიად მოულოდნელად ამოვა რომელიმე ლუკიდან პარლამენტის წინ.

ისე,ცოტა რომ დაფიქრებულიყავით და გამორკვეულიყავით ამ სიძულვილის ძილ-ბურანიდან მიხვდებოდით,რომ თქვენი გრძნობებით უხეშად და ცინიკურად მანიპულირებენ.

ამას გულისტკივილით გეუბნებით, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.