„მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს“

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი გრიგოლ ვაშაძეს აქვს, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში ისინი ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ამით ვაშაძემ ბოკეტიას კითხვას უპასუხა და განაცხადა:

-“ყველა ობიექტური კვლევით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი – დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან. ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგია, რომ დააფიქსიროს საჯაროდ, რომ ის ამას აპირებს იმიტომ, რომ ხვალ დღის ბოლოს ყველა შედეგი გვეცოდინება“

გაერთიანებულ ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის გასვლის შემთხევაში, ისინი მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ. ვაშაძე იგივე პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას ევროპული საქართველოსგანაც ითხოვს.