“ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რუსეთის მხრიდან გართულებებს უნდა ველოდოთ”

-„მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ“ – ეს განცხადება გრიგორი კარასინმა პრაღაში გააკეთა.

იხ.

https://www.gmtv.ge/55555-2/

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინაში ნატო-ს წრთვნების გააქტიურებას რუსეთის მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

გამოდის, საქართველომ რუსეთისგან ერთდროულად მუქარა და გაფრთხილება მიიღო. ფაქტს ანალიტიკოსი, გენერალი ამირან სალუქვაძე ეხმიანება და საფრთხეების ორ სხვადასხვა მიმართულებაზე საუბრობს.

“ეს განცხადებები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ვფიქრობ უახლოეს მომავალში რუსეთის მხრიდან გართულებებს უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს კრემლი გარკვეულ გეგმებს ამუშავებს. არ გამოვრიცხავ როგორც სამხედრო სცენარებს, ასევე საფრთხეს, რომელიც შესაძლოა შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით გამოიხატოს” – აცხადებს ამირან სალუქვაძე.