“მიუხედავად უთანასწორობისა, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა”

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამომრჩეველს მადლობას უხდის და არჩევნების დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ამბობს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, მისი ამომრჩეველი უბნებზე მრავლად მივიდა.

-„ მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია საარჩევნო შტაბები, არ გვყოლია კოორდინატორები და აგიტატორები, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა. თბილისიდან, აჭარიდან, ქუთაისდან და იმერეთის რეგიონებიდან, დუშეთიდა ქართლიდან კახეთიდან , გურიიდან და სამეგრელოდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, სრულიად საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან, ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, რაიონებიდან ასევე უცხოეთიდან, მთელი დღის განმავლობაში არ წყდება მხარდამჭერების სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, ადამიანები მიკავშირდებიან და გულწრფელ მხარდაჭერას მიცხადებენ.

დღევანდელმა დღემ დაადასტურა,რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც ჩემსავით მიაჩნია, რომ სიყალბე უნდა დავამარცხოთ რათა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი! დიდი მადლობა ამ გულანთებულ ადამიანებს.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!”