3 ეგზიტპოლი და 2 განსხვავებული შედეგი

საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს, საზოგადოება კი ეგზიტპოლების შედეგებს ეცნობა.

ცნობილია 3 ეგზიტპოლის შედეგი.

ქართული ოცნების დაკვეთით „ფქიროპროექტის“ ეგზიტპოლის შედეგში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც 52% აქვს და შესაბამისად მეორე ტური არ იქნება.

რუსთავი 2-ისა და ევროპული საქართველოს დაკვეთით შესრულებულ ეგზიტპოლში 50% ვერავინ გადალახა და მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადადიან.