ნათელაშვილი: ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებდა!..

შალვა ნათელაშვილმა მის ამომრჩეველს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით არ შეიძლება „ორმა ერთი ფესვიდან გამოსულმა პარტიებმა ეგზიტპოლის შედეგები რეალობად აქციონ“

-„დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს სამივე ძალა მოსაცილებელია, ამისთვის დიდი ეროვნული თანხმობა და ბრძოლა გველოდება წინ. მე არ ვაპირებ ბრძოლა და ჩემი ხალხი მივატოვო. ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა, რომ მარიხუანა დათესოს“-განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებდა და ამ ყველაფერს შტაბის ხელმძღვანელი, მისი სიძე გიორგი ვაშაძე აკონტროლებდა.

ნათელაშვილის თქმით მეორე ტურში ის და ვაშაძე უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ გარიგების შემდეგ დაიდო ის შედეგი რაც დაიდო.