“მთავარია ქართველი ხალხის ყუთებში ჩასული ნება ადეკვატურად აისახოს ოქმებში“

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათაც აქვთ საარჩევნო უბნებიდან და ცესკოდან მიღებული მონაცემები და დასძენს, რომ რაც მოხდა ქართული ოცნების კრახია.

-„მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდი, ოცნებამ განიცადა კრახი, მაგრამ ეს კრახი არ უნდა იყოს ქვეყნის კრახი! „-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის დაუჭერს მეორე ტურში ხმას. მისი თქმით მნიშვნელოვანია თუ როგორ წარმოადგენენ მეორე ტურში გასული კანდიდატები თავს.

-„დღეს მთავარი ამოცანაა ქართველი ხალხის ყუთებში ჩასული ნება ადეკვატურად აისახოს ოქმებში, მთავარია ოცნებამ ახლა მაინც იფიქროს ხალხზე და არა საკუთარ თავზე“-აცხადებს უსუფაშვილი.