ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ცესკოში იმყოფება და ავღანეთში, 2 საარჩევნო უბანზე ჩატარებული არჩევნების ხმების დათვლას ესწრება.

ჩვენ მას დავუკავშირდით და შედეგები ვკითხეთ. მისი თქმით მაზარი შარიფის უბანზე ხმები ასე გადანაწილდა:

მაზარი შარიფის უბანი

სალომე ზურაბიშვილს  63,

გრიგოლ ვაშაძეს 45

დავით ბაქრაძეს 8 ხმა .

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე:

სალომე ზურაბიშვილი 334

გრიგოლ ვაშაძე 216

დავით ბაქრაძე 76

მთლიანობაში

ზურაბიშვილი 397

ვაშაძე 261

ბაქრაძე 84