ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“მტკიცემულებაა იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ დაუმძიმდეს ბრალი. გამოძიება გრძელდება, ვსწავლობთ და ვამოწმებთ კონკრეტულ ფაქტებს , მათ შორის 14 წლის წინანდელ ფაქტსაც”, – თქვა კახა საბანაძემ.

თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.