ზურაბ ოტიაშვილი: უდიდესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩემს ხალხს…

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის ყველა პოლიტიკური პარტიის წევრს და მათ მხარდამჭერებს, მოქალაქეებს პირველ ტურში აქტიურობისთვის და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს.

-“მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური პარტიის წევრს და მათ მხარდამჭერებს,მოქალაქეებს,რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და 28 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე მათთვის სასურველი კანდიდატის ხმის მისაცემად.

ამით თქვენ ხელისუფლებას შეუმცირეთ შანსი,რომ გაეკონტროლებინა ხმის დათვლის პროცესი(ზოგადად არჩევნები)და პირველივე ტურში გაეყვანა სალომე ზურაბიშვილი.

უდიდესი მადლობა თქვენ! ბრძოლა გრძელდება, წინ მეორე ტურია, იმედი მაქვს კიდევ უფრო გავაქტიურდებით, გავერთიანდებით და საბოლოო გამარჯვებით ყველას ვანახებთ ერთად დგომის ძალას.

ძალა ერთობაშია!“