„არავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორება, სამოქალაქო სოლიდარობით უნდა შევუდგეთ ქვეყნის შენებას“

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბის ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომიკის ექსპერტი, საზოგადოება „ივერიელია“ წარმომადგენელი დავით ნებიერიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში საზოგადოების დაპირისპირება და დრო არ არის ანგარიშსწორების.

-„ ცუდია, რომ სწორედ ახლა ოცნების წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს. ზუსტად ისინი მოუწოდებენ თავის მომხრეებს არეულობისგან, თორემ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ და პირველ რიგში ჩვენ ვართ არეულობის წინააღმდეგი, რადგან ყველაზე ძალიან ქვეყნის განვიტარებისა და სიმშვიდის გზაზე დაბრუნება გვეჩქარება.

საერთოდ არ გვცხელა ამ არაკაცებთან პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. პირიქით, უამრავი ადამიანია დღეს ქოცების რიგებში, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა ჩაებნენ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რომელიც ჩვენი გამარჯვების იურიდიულად გაფორმებისთანავე უნდა დავიწყოთ. არავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორება, ბოღმა და ზიზღი. სიყვარულით და სამოქალაქო სოლიდარობით უნდა შეუდგეთ ქვეყნის შენებას“