“მადლობა, ერთგულებისთვის! ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე!..”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის გაერთიანებულ ოპოზიციას  და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს.

-„მივმართავ და მადლობას ვუხდი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს,რომლებმაც დიდი გონიერება და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს,რათა ხელი შეეწყოთ ამომრჩეველთა კონსოლიდაციისათვის საერთო კანდიდატის ირგვლივ.მათ არ მისცეს საშუალება“ქართულ  ოცნებას“,შედეგის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდი გამოეყენებინა.

ამ ერთობით დღის წესრიგში დავაყენეთ და რეალობად ვაქციეთ მეორე ტური!

მადლობა თქვენ ერთგულებისთვის!

ბრძოლა გრძელდება, წინ მეორე ტურია, იმედი მაქვს კიდევ უფრო გავაქტიურდებით, გავერთიანდებით და საბოლოო გამარჯვებით ყველას ვანახებთ ერთად დგომის ძალას.

ძალა ერთობაშია!“