“ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობას ხვდება

“ქართული ოცნების”ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის მოსამზადებელი გეგმის განხილვა იქნება.

“ალბათ ჯერ გეგმაზე ნაადრევია საუბარი, ჩვენ გვექნება აზრები. მგონია, რომ გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი. იქნება აზრების გარკვეული გაცვლა, იმიტომ რომ პარლამენტში იყვნენ გარკვეული პირები, რომლებიც რაიონებში საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, იციან რა იყო გარკვეული ტაქტიკური და ორგანიზაციული საკითხები, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ისეთი კარგი მაჩვენებელი ვერ ავიღეთ და ალბათ იქნება ზოგადი ანალიზი და ამის მიხედვით ჩამოყალიბდება გეგმა”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვლმა.