ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსის, სხვადასხვა აქტივისტის მხრიდან იყო პანიკის დათესვის სურვილი, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ გაიარა მშვიდად და ძალიან მტკიცედ – პაპუაშვილი

თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ხდებოდა ისტერიის აწევა. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის, თუ სხვადასხვა აქტივისტის მხრიდან იყო ისტერიის, პანიკის დათესვის სურვილი და ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებამ გაიარა მშვიდად, სიფრთხილით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მტკიცედ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ნახა შედეგი, რომ მოსახლეობა მოსახლეობა სწორედ ამ მტკიცე, მშვიდ პოლიტიკას უჭერს მხარს.

„გუშინ ვიხილეთ კვლევის შედეგები, რომელმაც დაადასტურა ერთი რამ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ევროპის შუაგულში ომის მომსწრე, ვიყავით იმის მოწმე, რომ საქართველოში ხდებოდა ისტერიის აწევა. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის, თუ სხვადასხვა აქტივისტის მხრიდან ისტერიის, პანიკის დათესვის სურვილი იყო და ყველა ეს მომენტი საქართველოს ხელისუფლებამ გაიარა მშვიდად, სიფრთხილით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მტკიცედ. ჩვენ ვნახეთ შედეგი, რომ მოსახლეობა სწორედ ამ მტკიცე, მშვიდ პოლიტიკას უჭერს მხარს, მოსახლეობის 67 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო პლატფორმაზე, მხარს უჭერს ხელისუფლების მხრიდან ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მოსახლეობა მხარს უჭერს, რომ ხელისუფლება არ ებმება ომში როგორც მხარე და რომ ხელისუფლება არის ფრთხილი ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. ასევე ის სანქციები, რომელიც ავნებს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მაგრამ ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ასეთ სანქციებს ქვეყანა არ დააწესებს, ამიტომ ყველა ამ ოთხივე კომპონენტში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს ხელისუფლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გადმოსახედიდან ყველამ კიდევ ერთხელ გაიაზროს, რა არის ჩვენი მოსახლეობის ნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.