არჩილ თალაკვაძე: არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ არა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში,რადგან ხელოვნურად შექმნილი კრიზისი უკვე დაძლეულია

„თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ მათი პრობლემა, ოპოზიციაზე მას არ აქვს მონოპოლია,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ არა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში,რადგან ხელოვნურად შექმნილი კრიზისი უკვე დაძლეულია და ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას განაგრძობს.

„თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო პოლიტიკური შანტაჟი, ხელოვნური კრიზისი,რომელიც მიშელის შეთანხმების შემდეგ დასრულდა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა განაგრძო. მე ვფიქრობ,რომ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის ადგილი გახლავთ პარლამეტში, “ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ