მღვდელი და მონაზონი საქართველოდან წავიდნენ და აშშ-ში ფარულად იქორწინეს

მღვდელი და მონაზონი საქართველოდან წავიდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარულად იქორწინეს.

მომხდარზე „ტვ პირველთან“ მღვდლის მამა საუბრობს და აცხადებს, რომ  ეს „ისეთი ღრმა შეცდომა იყო, რომ თვითონაც თავის თავს ვერ უტყდებოდნენ”.

„სიყვარული თვითონ ღმერთია.. ისეთი ღრმა შეცდომა იყო, რომ თვითონაც თავის თავს ვერ უტყდებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში.. ეკლესიაში ალბათ შეურაცხყოფილად იგრძნეს ადამიანებმა თავი.. საკმაოდ დიდი ცოდვა არ არის, დიდი ცოდვაა“, – აცხადებს სასულიერო პირი.