რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში, მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში. მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რეალურად, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების თემა აქტიურად განიხილება. ეს ძალიან რთული თემაა, რადგან მსგავსი ემბარგო მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. ძალიან სერიოზულ და თანაც უარყოფით გავლენას იქონიებს ენერგობალანსზე ევროპის კონტინენტზე. ამასთან, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეეხება და თავს ბევრად უკეთ იგრძნობს, ვიდრე ევროპელები. ევროპელებისთვის რთული იქნება. სავარაუდოდ, ეს სწორედ ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველას დაარტყამს,“- განაცხადა პესკოვმა.