ადამიანი, რომელმაც გიგაურს მუქარისშემცველი შეტყობინებები გაუგზავნა, იდენტიფიცირებულია

პროკურატურამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორისთვის, ეკა გიგაურისთვის, სოციალურ ქსელში მუქარისშემცველი შეტყობინებები მიღების საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

გიგაური დღეს თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. როგორც გიგაურმა თქვა, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. გიგაურის თქმით, ის ცდილობს, რომ ქალაქში მარტო არ გადაადგილდებოდეს.

“ჩატარდა ყველა ის პროცედურა, რაც კანონით გათვალისწინებულია. შესაბამისად, დაველოდები შედეგებს. გამომძიებელი ძალიან თანამშრომლობდა და აქტიური იყო. წინასწარაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა მოძიებული. შესაბამისად, ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება მიმართული იყო იმისკენ, რომ შედეგი დაიდოს”, – თქვა ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ.

ამასთან, ცნობილია, რომ ადამიანი, რომელმაც გიგაურს მუქარისშემცველი შეტყობინებები გაუგზავნა, იდენტიფიცირებულია.