„ზურაბიშვილიც და ენმც კონსტიტუციის დარღვევით არიან რეგისტრირებული, არჩევნების შედეგები გამოცხადდეს ბათილად!“

პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი ცესკო-ს მიმართავს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვს.

ლილუაშვილი თამარ ჟვანიასადმი გაგზავნილ მიმართვას ასაჯაროვებს.

-ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟავანიას ქალბატონო თამარ!

გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ წარმოადგინა თუ არა ქალბატონმა სალომემ სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მიერ გაცემული სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დოკუმენტი, ანუ ის რომ არ გახლავთ ორმაგი მოქალაქე.

2013 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ამ მოტივით არ მისცა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება. (მისი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ცნობილი იყო ცესკო-სათვის) თუ ქალბატონ სალომეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ის აღარაა სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე და ის კვლავ რჩებოდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დროს, მაშინ რის საფუძველზე მოხდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული თუ რომელ თანამდებობებზე იკრძალება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა დაიკავონ ეს თნამდებობები და ერთერთი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის უმარლესი თანამდებობა. მოვითხოვთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ მოხსნათ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და გაუუქმოთ რეგისტრაცია, რამეთუ საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება ეკავოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. შესაბამისად ის არ შეიძლება მონაწილეობდეს ამ თანამდებობებზე გამოცხადებულ არჩევნებში ან განიხილებოდეს მათი კანდიდატურა დასანიშნად. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 29 11. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამავდროულად რადგანაც ქალბატონი სალომე წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და შესაბამისად მნიშვნელოვანი ხმების რაოდენობაც მოიპოვა, რაც შესაძლო იყო გადანაწილებულიყო არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებზე, (ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თქვენთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია!)

მიგვაჩნია არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ბათილად და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს თავიდან!