მაკრონმა ტრამპის და პუტინის ცალკე შეხვედრა ჩაშალა

„კომერსანტი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთში ამერიკისა და რუსეთის პირველი პირების სრულყოფილი და ფართომაშტაბიანი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ჩაშალა“.

მედიის თქმით, მაკრონმა სთხოვა პრეზიდენტებს ნუ გადაიტანდნენ მათ შეხვედრაზე მსოფლიოს ყურადღებას, რადგან უყურადღებოდ დარჩებოდა ღონისძიება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი არის მიძღვნილი. ზეიმი ელისეის სასახლეში გაიმართება.

უნდა ითქვას, რომ ტრამპმა მაკრონის მიმართვაზე ადრე განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული G20 სამიტზე პუტინთან ცალკე შეხვედრა ჰქონდეს.