ჯერჯერობით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განიხილავს – ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ განიხილავს. ამის შესახებ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით Pravda იუწყება.

მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ ფედერაცია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის მომდევნო ეტაპს, ომის ახალ ფაზას იწყებს.

„ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის ვარიანტს განვიხილავთ. მიუხედავად ამისა, რუსეთი უკრაინაში სპეციალური ოპერაციის მომდევნო ფაზას, ომის ახალ ეტაპს იწყებს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი „უკრაინის რეჟიმის“ შეცვლას თავად არ აპირებს, ვინაიდან „ხალხს არჩევანის თავისუფლება თვითონვე უნდა ჰქონდეს“.