Wall Street Journal: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, არ დაუწესოს  სანქციები რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, არ დაუწესოს  სანქციები რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სტრიტ ჟურნალი“ იუწყება.

როგორც გამოცემა იუწყება, მიმდინარე თვის დასაწყისში, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს სანქციების ნაკრები, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ, ხოლო  სანქციების ამოქმედებამდე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ ხაზინას უთხრა, რომ შეჩერებულიყო.

“უოლ სტრიტ ჟურნალის” ცნობით, მიზეზად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ბაიდენთან სახელდება, რა დროსაც ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა , გაეჩერებინა აბრამოვიჩისთვის სანქციები, რათა ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც შუამავალი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასახმარებლად.