ემანუელ მაკრონიზე თავდასხმა დაგეგმვის ეტაპზე აღკვეთეს

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცველებმა ემანუელ მაკრონიზე თავდასხმა აღკვეთეს და მემარჯვენე-ექსტრემისტული მოძრაობის 6 წევრი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით დაკავებულები ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ “ძალადობრივი შეთქმულების” მონაწილეები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები იმ რეგიონებშიც აიყვანეს, სადაც ემანუელ მაკრონი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გეგმავდა ჩასვლას.