“მიხაროდა, მთავრობა შეიცვლება და რამე გვეშველება-თქო, მაგრამ…გადაგვასახლონ ან დაგვცხრილონ…“

ვაჟა თანიაშვილი

დუშეთის რაიონის სოფელ თვალივის მცხოვრები მარტოხელა დედა, მაია ჭიკაიძე აცხადებს, რომ უკიდურესად გაჭირვებულია და დამხმარე არავინ ჰყავს.

-მიხაროდა, მთავრობა შეიცვლება და რამე გვეშველება-თქო, მაგრამ პირიქით, უფრო დაიქცა ყველაფერი;

„ან გადაგვასახლონ, ან დაგვცხრილონ…“ – მარტოხელა დედა დახმარების მოლოდინში.

მაია ჭიკაიძე ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის წინ მიწის ნაკვეთის გაფორმებაში დახმარებას სთხოვს.