“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, საყდრისი და კანაფი გიჩანს უბიდან…”

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე კიდევ ერთხელ საჯაროდ მიმართავს ბიძინა ივანიშვილს:

-“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”
მამლის ქურდი იფიცებდა, მამალი მე არ მომიპარავსო და თან უბის ბოლოდან მამალს ბოლო უჩანდა.

საყდრისი და კანაფი გიჩანს უბიდან…

ამ დაპირებიდან გამომდინარე მხოლოდ ორი ვარიანია:
პირველი – ეს მორიგი სიცრუეა!
მეორე – თუ ერთწელიწადში შეგიძლია გაასწორო ის რაც ექვსი წელიწადი არ გაგიკეთებიათ, გამოდის ხალხს გამიზნულად აგიჟებდით და ტანჯავდით!

ოცნების მომხრეების მოყავთ ასეთი არგუმენტი თითქოსდა ბ-ნ ბიძინას კი აქვს სურვილი შენების მაგრამ გარე ძალები უშლიან ხელს?!
მაშინ ისმება ასეთი კითხვა; ვინც 6 წელი უშლიდა ხელს და აიძულებდა ოცნებას კოხაბიტაციას დამნაშავეებთან, დღეს ის ძალა დათანხმდა სამართლიანობის აღდგენას და კოაბიტაციის დასრულებას?

არა და ესეც მორიგი ტყუილია
საზოგადოების გასაბრიყვებელი!

მე გადავწყვიტე არ ვიყო არც ერთი ბოროტების, დამნაშავის მხარდამჭერი!
და თქვენც იგივეს გირჩევთ!