ლალი მოროშკინა „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა

პატრიოტთა ალიანსისგანნაძალადევის მე-17 უბანში, მაჟორიტარ დეპუტატად ლალი მოროშკინა იყრის კენჭს. როგორც მოროშკინამ „რეპორტიორს” განუცხადა, აღნიშნულ უბანში წლების განმავლობაში მუშაობდა.

ნაძალადევშიმე დიდიხანია ვმუშაობ. წილობრივად ყველაზე მეტი პატიმარი იყო ზუსტად ლოტკინის, .. ნახალოვკის სექტორიდან. სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ უბანს არ ექცეოდა ყურადღება. ამ უბანში დაჭერილი არამარტო ბიჭები ჰყავდათ, არამედ მათი დედები, მამები, აშანტაჟებდნენ მათ შვილებს. არ მჭირდება ნაძალადევში დიდი წარდგენა, აქ ყველა მიცნობს, ყველა ოჯახთან მქონია შეხება. წლებია, ნაძალადევის რაიონში არსებული ეკლესიის მრევლი ვარ. არასოდეს მიიღებს არცბოშათა დასახლება”, ლოტკინი, ძირძველი ნაძალადევი არასაკუთარ სხეულის ნაწილს, იმიტომ რომ რამდენი შემოთავაზებაც იყო მაჟორიტარების, ვერცერთმა ვერ გაამართლა მათი ნდობა. როგორც მე ვიყავი წლების განმავლობაში მათთვის ახლობელი და ოჯახის წევრი, ზუსტად ანალოგიურად ვიქნები. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება, ვის პრობლემასაც გულთან არ მივიტან. ეს ის უბანია, სადაც მე ვიბრძოლებ და რომლის მოგების შემდეგ სერიოზულ ბრძოლას უკვე პარლამენტში გავაგრძელებთ,- განაცხადა მოროშკინამ.

მოროშკინამ ასევე აღნიშნა, რომ ის თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი არ ყოფილა, მხოლოდ საინციატივო ჯგუფის წევრი იყო. დეპუტატობის კანდიდატმა დასძინა, რომ მაჟორიტარად ბრძოლას ძველ მეგობრებთან – ირმა იანაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან ერთად განაგრძობს.

თამაზ მეჭიაურის პარტიაში არ ვყოფილვარ, მხოლოდ საინციატივო ჯგუფის წევრი გახლდით და ვეხმარებოდი ხმების შეგროვებაში. ბატონი თამაზი იდეოლოგიურად მესიმპათიურებოდა ბევრ ასპექტში, მაგრამ რაც შეეხება უკვე მაჟორიტარულ ბრძოლას, ვაგრძელებ ძველ მეგობრებთან ერთად. მე, ირმამ და დათომ ერთად გავიარეთ ციხის რეჟიმთან ბრძოლის მძიმე ეტაპი და რუსთაველის ძეგლთან მრავალეტაპიანი მიტინგები. ამ ადამიანებთან 12 წელია ვდგავარ და ვიბრძვი, რომელსაც დღესაც გავაგრძელებ,- აღნიშნა მოროშკინამ.

წყარო: reportiori.ge

 

კომენტარის დატოვება