„მეამაყებით! პატრულის უდიდესმა ნაწილმა დაამტკიცა, რომ მათი ღირსება არ იყიდება! მადლობა პატრულს!“

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილე დავით ნებიერიძე აცხადებს, რომ საპატრულო პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დგას და ხალხის გვერდითაა. ის აქციის მონაწილეების სახელით მადლობას უხდის პატრულს.

-„მეამაყებით ღირსეულო ოფიცრებო და რიგითებო!

გუშინდელი პრინციპული გამარჯვების ფონზე, როდესაც ხალხმა დავიცავით ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ორ თვიანი ტანჯვის შემდეგ მაინც დავდგით კარვები რუსთაველზე, შეუმჩნეველი დაგვრჩა ერთი ზალიან მნისვნელოვანი ფაქტი:

ივანიშვილს პრაქტიკულად გამოეცალა ხელიდან ის მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელზეც ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა – პოლიცია.

პატრულმა, როგორც სამართალის დაცვის მთავარმა ინსტიტუტმა ხალხის მხარე დაიჭირა და წინ აღუდგა გახარიას მიერ კრიმინალური პოლიციის შემადგენლობიდან ზლივს გამორჩეულ ას კაციან ჯალათთა რაზმს. რომლიც ერთად ერთი ქვედანაყოფი გამოდგა და ხელი მოაწერა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სადამსჯელო სპეც ოპერაციის ჩატარებაზე. ამ საზიზღრობის ჩამდენ, საპატრულო პოლიციის ფორმაში გადაცმულ ჯალათებს ყველაზე ეფექტურად წინ გადაუდგა საქართველოს პატრული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საპატრულო პოლიციას ხელმზღვანელობს ბიზინას ზმის ნათელმირონი, სრულიად ოდიოზური პიროვნება, ვინმე კუპატაზე. ზუსტად საპატრულო პოლიციის გულწრფელი დახმარების შედეგად შესაზლებელი გახდა ფეხქვეშ გათელილი მოქალაქეები გადარჩენა და დახმარება. მადლობა პატრულს! 

ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ფულით ყველაფეღს ვერ იყიდი. ნიშნავს იმას, რომ პატრულის უდიდესმა ნაწილმა გუშინ დაამტკიცა, რომ მათი ღირსება არ იყიდება. გუშინ ფაქტიურად შსს გაიყო ორ არა თანაბარ ნაწილად – დიდმა ნაწილმა შეინარჩუნა ღირსება და დადგა კანონის მხარეს. ხოლო, ჯალათების მცირე ჯგუფმა შეასრულა ივანიშვილ გახარიას უკანონო ბრზანება და დაიწყო ზალადობა ხალხზე. ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილს გამოეცალა ხელიდან საქართველოს პატრული და ის ვერ გამოიყენებს მათ სადამსჯელო ფუნქციის განსახორციელებლად.

მეამაყებით ღირსეულო ოფიცრებო და რიგითებო!