ბაკურაძე: პარტიიდან წასულმა წევრებმა საკრებულოს მანდატი უნდა დატოვონ!..

   “ნინო ბურჯანაძედემოკრატიული მოძრაობ ზაზა ვეკუამ, შალვა ოგბაიძემ და თამარ ცინცაბაძემ დატოვეს.  ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ და განაცხადა, რომ  წინასაარჩევნოდ, საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში საკრებულოს წევრებს ნერვებმა უმტყუნა.მისივე თქმით, პარტიიდან წასულმა წევრებმა საკრებულოს მანდატი უნდა დატოვონ.

“წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში, ასეთი რამ ყველა პარტიაში ხდება. ჩვენი პარტია იყო ერთადერთი გამონაკლისი, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენც შევუერთდით დანარჩენი პარტიების რიგს. ჩვენ ყოფილ თანაპარტიელების წარმატებებს ვუსურვებთ, მათი ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია პარტიას ვერ დააზარალებს. “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგით მუშაობას, იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში და ვაპირებთ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი პროგრამის მთავარი გზავნილები, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას.

რაც შეეხება საკრებულოს, სამივე დეპუტატი, რომელიც თბილისის საკრებულოში წარმოადგენს “დემოკრატიულ მოძრაობას” არის პარტიული სიით გასული, მათ მიიღეს პარტიის ხმები, არც ერთი მათგანი არ გახლავთ მაჟორიტარი დეპუტატი. ვინაიდან მათ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური მორალი მოითხოვს, რომ მათ დატოვონ საკრებულო”, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება