მკლავჭიდში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი ტრაგიკულად დაიღუპა

უკრაინაში ავტოავარიაში დაიღუპა მთელი უკრაინის სათაყვანებელი სპორტსმენი, მკლავჭიდში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, უკვე ლეგენდად წოდეპული  ანდრეი პუშკარი. ხვალ მას ტიტული უნდა დაეცვა.

არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად მანქანაში იჯდა ასევე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ალექსანდრ ჟოხი.. ის მძიმე ტრავმებით რეანიმაციაში გადაიყვანეს და სიცოცხლისთვის იბრძვის. ვუსურვებ მას გამოჯანმრთელებას და დიდ სპორტში დაბრუნებას.