“მეჩითოვ-შიხიაშვილების მოსაგები ბრძოლა ფანტასტიკის ჟანრიდანაა“

ირაკლი შიხიაშვილის ვიდეო-მიმართვის – „დავასრულოთ ქართველთმოძულე რეჟიმის ამბიცია, არა ნაცებს!“

სააგენტოზე გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ის საზოგადოებას მოუწოდებს უარი უთხრან ძველი რეჟიმის დაბრუნებას და 28 ნოემბერს არჩევანი გააკეთონ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ

ვიდეო-მიმართვა იხ.

https://www.gmtv.ge/50646-2/

საზოგადოება „ივერიას“ წარმომადგენელი, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა საინიციატივი ჯგუფის წევრი დავით ნებიერიძე ეხმიანება.

-„ალოგიკურობა და აბსოლუტური პოლიტიკური სიბეცე ქოცების საფირმო ნიშანია. მთელი მათი ლოგიკა მხოლოდ უგერგილო სადღეგრძელოებით შემოიფარგლება და ეს არა ადექვატურობა მათი მარცხის უტყუარი ფაქტორია.

ელემენტარულ მათემატიკასაც კი უგულვებელყოფენ და იმასაც არ აღიარებენ, რომ 300 ათასამდე დამატებითი ხმები სჭირდებათ, რომ შანსები გაათანაბრონ. ამისთვის კი ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან, თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შიხიაშვილისნაირი დისკრედიტირებული სახეებით ცდილობენ ელექტორატის მოზიდვას. მეჩითოვ-შიხიაშვილების მოსაგები ბრძოლა ფანტასტიკის ჟანრიდანაა“.