„უფლის სასწაული მოხდა, დააკვირდით ორივე სურათს, დიდება უფალს…“

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში ერთმანეთს ამავე სკოლის მე-12ა და მე-12ბ კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ.

აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი დაესწრნენ.

ვრცლად მასალა იხ.

https://www.gmtv.ge/50840-2/

ქალბატონი მარინა საზოგადოებას მთავარანგელოზობას მომხდარ სასწაულზე უყვება და უფალს მადლობას უხდის.

მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ:

-დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ამინ..  21.11.2018-ში მთავარანგელოზთა დასის ხსენების
დღეს მოხდა უფლის სასწაული.დააკვირდით ორივე სურათს, სადაც ჩემი ვახტანგია სურათზე.

მინდა გითხრათ რომ,სურათები პროფესიონალმა ფოტოგრაფმა თავდაცვის სამინისტროსი ნინა შლამოვამ გადაიღო და ერთ – ერთ სურათზე, სადაც ჩემი ვახო არის უცებ ვახოს სახე გაქრა და ჯვარი გამოისახა.
დიდება უფალს ამ სასწაულისთვის!