“ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის!..”

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც გვარამიას თქმით, ელიზბარაშვილის მეუღლე ჟურნალისტს წერს, რომ ბიზნესმენები „ქართუში“ დაიბარეს და გაორმაგებული „ხარკის“ გადახდა მოსთხოვეს.

გვარამიას ამ განცხადებას თამაზ ელიზბარაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

-„ გუშინ ტელეკომპანია რუსთავი-2 ზე, კვირის აქცენტებში ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
მე არავის დაუბარებივარ რაიმე თანხის ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ“.