ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 160 ადამიანზე მეტი დაიღუპა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა და 120 მძიმედ დაშავდა. ლოცვის დროს ტერორისტებმა შენობაში ჯერ ასაფეთქებელი შეაგდეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან დახოცეს იქ მყოფი ადამიანები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.