მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიაში გადაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირა. ცნობილია, რომ საკრებულოს 45 წევრი მომხრე იყო და არცერთი წინააღმდეგი.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და წინადადებები დასკვნის სახით წარადგინა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.