საქართველოს რკინიგზა ვეტერანებს მგზავრობის საფასურს უნახევრებს

„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს. ინფორმაციას  „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლობა ავრცელებს.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

სს „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა.

პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.