25 ნოემბერს მსოფლიოში შენობები ნარინჯისფრად განათდება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.

გაეროს ინფორმაციით, ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მუდმივი და ადამიანის უფლებების შემლახავი დარღვევაა  სამყაროში.

მათივე ცნობით, გენდერული უთანასწორობა მთელ მსოფლიოში გრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის თავიდან აცილება და ამ ღონისძიებების გასატარებლად დაფინანსების შემცირება.

რის შედეგადაც, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისა და დასრულების ინიციატივებს რესურსები აკლია.

განვითარების მიზნები, რომელიც მოიცავს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დამთავრების კონკრეტულ მიზანს უზარმაზარი დაპირების შეთავაზებაა, მაგრამ აუცილებელია ადეკვატურად დაფინანსდეს ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა,.

ევროკავშირი და გაერო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელი ინიციატივით გამოვიდნენ.

გაეროს ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შენობები ნარინჯისფრად განათდება.

25 ნოემბერს მსოფლიოში შენობები ნარინჯისფრად განათდება