„დღეს ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება“

აჭარიდან ლევან ვარშალომიძემ და მურმან დუმბაძემ სრულიად საქართველოს მიმართეს. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ „დღეს ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს“.

-მალე წარმოგიდგენთ ვიდეო-მტკიცებულებას რამდენი ხმა იქნა გაბათილებული. უამრავი ბიულეტინი არ ჩაითვალა. ხალხი იმის გამო, რომ სამსახურებიდან არ გაეთავისუფლებინათ, უწევდათ არა სასურველი არცევანის გაკეთება. დღეს ოცნებამ აჩვენა მოსყიდვის, დაშინების, კარუსელის ფაქტი, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ხმებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას“