გაიგე, რომელ პარტიასთან დგახარ ყველაზე ახლოს-შეავსე კითხვარი(ვიდეო)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ვებგვერდისhttp://www.chemikhma.ge/ მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელი გაიგებს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს. კითხვარის შევსება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

კითხვარი უკვე 15332-მა ადამიანმა შეავსო .

კომენტარის დატოვება