„რესპუბლიკური პარტია“ მხარდაჭერას უცხადებს ენმ-ის სამოქმედო გეგმას

„ნაციონალური მოძრაობა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ.
„რესპუბლიკური პარტია“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმას.

პარტიის წარმომადგენლების თქმით ყველა სამოქმედო გეგმაში აქტიურად იქნება ჩართული ორივე პარტია. მთავარი საკითხი კი შეეხება საარჩევნო სისტემას. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტია ასევე სოლიდარობას უცხადებს ხვალ დაგეგმილ აქციას, თუმცა ამჯერად მათ არ შეუერთდება.