მოქმედი და მომავალი პრეზიდენტების შეხვედრა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა. მას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ლაშა ჟვანიასთან ერთად მივიდა, რომელიც მისი ადმინისტრაციის უფროსი იქნება.

ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები ერთმანეთს ადმინისტრაციის გადაბარების თემაზე სასაუბროდ ხვდებიან.

გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.