მართლწესრიგის ოფიცრების პირველი ნაკადი მუშაობას დღეიდან შეუდგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 4 დეკემბრიდან  მართლწესრიგის ოფიცრები იწყებენ მუშაობას. ოფიცრებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1154471951389473/