საქართველოში კორონავირუსი კიდევ 829 ადამიანს დაუდასტურდა, 566 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 829 ადამიანს დაუდასტურდა, 566 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 331 კვლევა ჩატარდა, , მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 916, გარდაიცვალა 3 306 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 229. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 მოქალაქე.