საფრანგეთში საწვავის ფასებზე მორატორიუმი გამოცხადდა

ფრანგული გამოცემის, Le Monde -ს ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, საწვავის ფასების ზრდაზე 6 თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა, სწორედ მორატორიუმის გამოცხადება იყო „ყვითელი ჟილეტების“ მოთხოვნა.

სამწუხაროდ არეულობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფილიპის განცხადებით ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს ეძებს. მან დემონსტრანტებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ქვეყანაში სიმშვიდის დასადგურება მოითხოვა.