ლევან იზორია მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მისი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თუმცა მანამდე თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“მე ჩემს მომავალ გეგმებზე გესაუბრეთ და დასკვნები თქვენ ვითონ გამოიტანეთ”,– განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე – გამორიცხულია თუ არა მისი წასვლა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, იზორია პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა.