სპეცოპერაცია ნუცუბიძის ქუჩაზე – დაკავებულია პრეზიდენტის სიძე

გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა ნუცუბიძის ქუჩაზე. დაკავებულია გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაშუკელის ქუჩაზე იმ საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ, სადაც გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის გვარიც სავარაუდოდ რაზმაძეა.

ამ დროისათვის გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.