ლომია არც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და არც მის ლეგიტიმურობას ცნობს

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ლომია ამბობს, რომ ზურაბიშვილის არჩევა ხალხს აიძულეს, რის გამოც, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და არც მის ლეგიტიმურობას ცნობს.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორი გახდა. ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კი პარტიამ თბილისსა და ბათუმში მასშტაბური აქციები გამართა.