დანით დაჭრილი სამი მაღალჩინოსანი რესტორან “წისქვილში”

რესტორან წისქვილში – სასჯელაღსრულების სისტემის ორი მოქმედი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დანით ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანთან, ჭაბუა გუშარაშვილთან და ირაკლი ჭითანავასთან ერთად წყნეთის წისქვილში ქეიფობდა. მოულოდნელად მათთან საქმის გასარჩევად ყოფილი პატიმარი მივიდა და დანით სამ მაღალჩინოსანს მძიმე ჭრილობები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით შსს ყოფილ პატიმარს გიორგი ყანჩაველს ეძებს.