„მეც მისი წევრი ვარ, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა-უვარგისი პარლამენტია!..“

იუსტიციის სახლთან დილის 10 საათიდან აქცია განახლდა. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „ბევრი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია პარლამენტში არ იხილება“.

-მეც პარლამენტის წევრი ვარ მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი პარლამენტი უვარგისზე უვარგისია. მართალია ბიძინა ივანიშვილმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არ უნდა იყოს ეს კაცი პოლიტიკაში! ხალხისთვის და ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი ხდება!“

ადა მარშანიამ განაცხადა, რომ მიწა ქართველი ხალხის ხერხემალია და წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არ უნდა გაიყიდოს.