„მოვუწოდებ ხელისუფლებას და ამერიკას-დავაყენოთ საქართველოში აშშ-ს ჯარები!“

არჩილ ჭყოიძე საქართველოში ამერიკული ბაზების დაყენებას ითხოვს და ამბობს, რომ ეს უნდა იყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების რეალური გარანტია, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.

-დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ უნდა ვესაუბროთ საკმაოდ ხისტად! დიახ, ეს საუბარი უნდა იყოს ხისტი! უნდა ვესაუბროთ არგუმენტებით, აი მაგალითად, რომ ამბობს რუსეთი ტერორიზმს ვებრძოლოთ ერთადო, ჩვენ რომ ბასაევს ვებრძოდით აფხაზეთში, რომელიც მერე უკვე რუსეთს შავ ჭირად ექცა, რას აკეთებდა მაშინ ეს სახელმწიფო? ვის ედგა გვერდით? დიახ, იგივე ბასაევს ანუ ტერორიზმს, ასე რომ თუ ჩვენ რუსეთს დაველაპარაკებით, ეს უნდა იყოს ხისტი და არგუმენტებით გამყარებული დიალოგი.

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თუ ეს ნამდვილად ასეა, დავაყენოთ საქარველოში ამერიკული ჯარები! მთავარია ვიცოდეთ, რომ სიტყვით კი არა, საქმით ვიქნებით დაცული და რუსი ვერ გადმოვა ავტობანზე, ვერ შემოვა ზუდგიდში…

ამბობენ ჭყოიძე პრორუსიაო, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ამერიკას-დავაყენოთ საქართველოში ამერიკული ჯარები! თუ ჩვენ რეალურად ვიქნებით დაცული, მე თავადაც ვიმსახურებ ამერიკულ ჯარში და ჩემს შვილსაც ვამსახურებ, მაგრამ მოვთხოვ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას საქმით“.