“სიყვარულით სავსე ქალაქი” – თბილისი ახალ წელს ახალი სლოგანით ხვდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად ურთიერთპატივისცემა და სიყვარული სჭირდება, სწორედ ამიტომ “სიცოცხლით სავსე ქალაქის” შემდეგ, 2019 წელს სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება.

“ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს, ჩვენ, ეს არის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, იმიტომ რომ დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ამდენი ბოღმით, შეურაცხყოფით, მე მესმის, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული მოსაზრებები , მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად, უნდა იყოს პოლემიკა , უნდა იყოს დებატები, არა ისე რაც დღეს ხდება”, – განაცხადა მერმა.